Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კომპონენტის სრული განაცხადის კონკურსი დაიწყო

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კომპონენტის სრული განაცხადის კონკურსი დაიწყო
15 აგვისტო 2019

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კომპონენტის სრული განაცხადის კონკურსი დაიწყო. საგრანტო კონკურსი ხორციელდება პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.  

მეორე ეტაპზე მონაწილეობას იღებს 120 პროექტი და მონაწილეებს ამჯერად მოუწევთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადების სრული ფორმა. მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, რომელზეც ისინი გაეცნენ სრული განაცხადის ფორმას და შევსების მოთხოვნებს.

სრული საპროექტო განაცხადისა და ბიუჯეტის შევსებული ფორმები აპლიკანტმა უნდა გადმოგზავნოს მეილზე info.enpard.khulo@caritas.cz არაუგვიანეს 2019 წლის 16 სექტემბრისა 18:00 საათამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ აპლიკანტის სახელი გვარი და პროექტის სახელწოდება.

შეფასების პროცედურების უკეთ გაცნობისა და შემდგომი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, გთხოვთ გაეცანით საგრანტო სახელმძღვანელოს!

საგრანტო სახელმძღვანელო (მეორე ეტაპი)

აპლიკაციის ფორმა, ბიუჯეტი

აპლიკაციის ფორმა, ტექსტური ნაწილი

შეფასების კრიტერიუმები

დეტალური ინფორმაციითვის დაგვიკავშირდით, ტელ: +995 551 13 55 25 ან მოგვწერეთ მეილზე: info.enpard.khulo@caritas.cz ,

სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში

 

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კომპონენტის სრული განაცხადის კონკურსი დაიწყო

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.