ხშირად დასმული შეკითხვები

  • შეკითხვა: რა არის პროექტის ხანგძლივობა? 

    პასუხი:  პროექტის ხანგძლივობაა 46 თვე; 2017 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მარტამდე 
     
  • შეკითხვა: ვის შეუძლია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა? 

    პასუხი: პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია ხულოს მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში ეწევიან ან განზრახული აქვთ რომ განახორციელონ ინვესტიციები ეკონომიური საქმიანობისთვის. 
  •  
  • შეკითხვა: რა არის LAG? 

  • პასუხი: LAG (Local Action Group) ქართულად ადგილობრივი განვითარების ჯგუფია, რომელიც არის სამოქალაქო ორგანიზაცია და მისი მიზნებია: 
  • სოფლად განვითარების სახელმწიფო პოლიტიკისა და მექანიზმების მხარდაჭერა ხულოს რაიონში;
  • ხულოს რაიონის სოციალური-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე;
  • ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და განვითარების ხელშეწყობა;
  • სოციალური მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა ხულოს რაიონში

 

შეკითხვა: როდის დაიწყება მეორე საგრანტო ეტაპი? 

პასუხი: იდეების კონკურსის ახალი ეტაპი გამოცხადდება გაზაფხულის მეორე ნახევარში. 

შეკითხვა: როგორ დავარეგისტრირო პროექტი? 

პასუხი: მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა შეავსონ იდეების კონკურსის ფორმა განსაზღვრულ ვადებში, თუკი  პროექტი იდეების ეტაპს გადალახავს, აპლიკანტმა უნდა შეავსოს სრული განაცხადის სააპლიკაციო ფორმა და დაელოდოს შედეგებს 

პარტნიორები