პროექტის დონორი ორგანიზაციები

პროექტი "სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში" ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზოფლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში. 

საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგ ძირითად საკითხებს ითვალისწინებს:

  • სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და მათი დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირების პროცესში;
  • სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებით და რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
  • სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, გარემო პირობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით. 

 ჩეხეთის განვითარების სააგენტო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო სტრუქტურაა და ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების განმახორციელებელი ორგანოა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მთავარი მიზანია სიღარიბის დაძლევა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. სააგენტო დაარსდა 2018 წლის 1 იანვარს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 2010 წლის 1 ივლისიდან სააგენტო ხელმეორედ დაფუძნდა ოფიციალურად თანამშრომლობის, განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ აქტით.

სააგენტოს საქმიანობა და პასუხისმგებლობები განსაზღვრულია  თანამშრომლობის განვითარების გეგმაში და ჩეხეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარების სტრატეგიაში (2018-2030წწ). სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ჩეხეთის საელჩოებთან, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან. სააგენტო არის თანამშრომლობის განვითარების საბჭოს წევრი.

პარტნიორები