Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს მარკეტინგის ტრენინგი ჩაუტარდათ

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს მარკეტინგის ტრენინგი ჩაუტარდათ
09 აგვისტო 2020

2020 წლის 3-8 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ENPARD ხულოს პროექტის ოფისში მარკეტინგის ექვსდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი განკუთვნილი იყო მეორე და მესამე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის. საერთო ჯამში, ტრენინგს 35 (10 ქალი და 25 მამაკაცი) მონაწილე დაესწრო. ტრენინგის მიზანია საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებმა ისწავლონ და შექმნან სხვადასხვა საჭირო მარკეტინგული არხები ბიზნეს პროცესის სამართავად, უკეთესი შემოსავლის მიღებისთვის. ტრენინგს PMC RC-ის კონსულტანტები თიო ზარნაძე და საბა ჯავაშვილი უძღვებოდნენ.

მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული ტრენინგის პროცესში და იღებდნენ მონაწილეობას ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებში. ტრენინგის პროცესი გაჯერებული იყო პრაქტკული და საინტერესო მარკეტინგული ინსტურმენტებით. ტრენინგის მონაწილეებმა საჭიროების მიხედვით ადგილზე შექმნეს სხვადსხვა სოციალური გვერდი, მარკეტინგული აქტივობების დასაწყებად. ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 1) ბრენდი და ბრენდიგნ; 2) მომხმარებელი და მიზნები; 3) რეკლამა ფეისბუქში; 4) ტრადიციული და ციფრული მარკეტინგის არხები; 5) კომუნიკაცია; 6) პოსტის ფორმატები; 7) ვებ გვერდის და სოციალური პეიჯის მართვა; თითოეული საკითხი ძალიან საინტერესო იყო მონიაწლეებისთვის. ბენეფიციარების გააგრძელებენ აწ უკვე შემქნილი სოციალური და ბიზნეს გვერდების მართვას ტრენინგის ფარგლებში შეძენილი ციფრული მარკეტინგის უნარების მეშვეობით, რათა გაზარდონ საკუთარი ბიზნესების პოპულარობა და შემოსავალი.

‘’ტრენინგის დაწყებამდე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი შინაარსის შესახებ, თუმცა პროცესი იმდენად საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ 2 დღე შეუმჩნევლად გავიდა. მიღებულ ცოდნას უფრო მეტი შემოსავლის მიღებისთვის გამოვიყენებ ასევე დავეხმარები სხვებს, რომ შექმნან თავიანთი ციფრული მარკეტინგის არხები’’ - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილე - დავით მიქაბერიძემ.

ტრენინგების სერია განკუთვნილი მე-2 და მე-3 საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებისთვის. ჯამში 5 ტრენინგი ჩატარდება - მენეჯმენტის, ბუღალტერიის და მარკეტინგის უნარების გაუმჯობესების მიზნით. ტრენინგების სერია ჩატარდება PMC RC-ის კონსულტანტების მიერ.

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს მარკეტინგის ტრენინგი ჩაუტარდათ

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.