Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტში მიწის მდგრად მართვასა და ეროზიის პრევენციაზე ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტში მიწის მდგრად მართვასა და ეროზიის პრევენციაზე ტრენინგი ჩატარდა
05 აგვისტო 2020

13 ივლისი 2020, ხულო - ხულოს მუნიციპალიტეტში მიწის მდგრადი მართვის და ეროზიის პრევენციის შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც აღნიშნულ თემატიკასთან შესაბამისი მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომლები, LAG-ის აქტიური წევრები, მომიჯნავე სფეროს სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ტრენინგს დაესწრო 18 მონაწილე. ტრენინგის მიზანი იყო პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების და მიწის მდგრადი მართვის მექანიზმების შესწავლა, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხებია ეროზიის პრევენციის მიმართულებით. ტრენინგს გაუძღვა გეოლოგიის დოქტორი დიანა ეგიაზაროვა.

ტრენინგი აქტიურ რეჟიმში ჩატარდა. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება ხულოს მუნიციპალიტეტის კონტექსტთან მიმართებაში, ხოლო ტრენერისგან მოისმინეს კვალიფიციური თეორიული დასაბუთებები. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა აქტიურად და დეტალურად განიხილეს მიწის მდგრადი მართვასთან დაკავშირებული საკითხები ხულოს მუნიციპალიტეტთან მიმართებით და გამოკვეთეს მთელი რიგი პრაქტიკული საკითხები, რომელიც უნდა გადაიდგას, მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად, კერძოდ: ცნობიერება უნდა ამაღლდეს ეროზიის პრევენციის მიმართულებით და მუნიციპალიტეტმა აქტიურად უნდა იმუშავოს საპრევენციო ღონისძიებების საორგანიზაციოდ. მოცემული საკითხების ირგვლივ თეორიული ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად ჩატარდა პრაქტიკული აქტივობებიც, რათა ადგილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გარდასახულიყო.

‘’ტრენინგის პროცესი საინტერესოდ წარიმართა. ბევრი ახალი საკითხის ირგვლივ ვიმსჯელეთ, რომელსაც ვეცდებით მომავალში ჩვენი ძალებით მოვაგვაროთ და მოცემულ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მერია’’ - მოსაზრებას გვიზიარებს, LAG-ის აქტიური წევრი ასლან ტუნაძე.

‘’ლოკალური კონტექსტის გათვალისწინება ბუნებრივ საფრთხეებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია. ხულოს მუნიციპალიტეტი ეროზიის პრევენციის საკითხებთან მიმართებაში აქტიურ ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ზუსტად დაიცვან მოსახლეობამ მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი პრინციპები. მოცემული ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება ამ საკითხების გააზრებაში, რაც დადებით შედეგს მოგვცემს მომავალი განვითარების მხრივ’’ - მოსაზრება დააფიქსირა, ტრენერმა დიანა ეგიაზაროვამ.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად

სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტში მიწის მდგრად მართვასა და ეროზიის პრევენციაზე ტრენინგი ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.