Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს ფინანსური აღრიცხვის და ბუღალტერიის ტრენინგი ჩაუტარდათ

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს ფინანსური აღრიცხვის და ბუღალტერიის ტრენინგი ჩაუტარდათ
31 იანვარი 2020

2020 წლის 28-29 იანვარს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ENPARD ხულოს პროექტის ოფისში ფინანსური აღრიცხვის და ბუღალტერიის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი განკუთვნილი იყო პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა, ფინანსური აღრიცხვის და ბუღალტერიის საკითხებს, როგორიცაა: საშემოსავლო გადასახადი მაღლმთიან რეგიონში, მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი და ქონება, სასაქონლო ზედნადების შევსება, ინვოისის გამოწერა, მიღება-ჩაბარების აქტი, შესყიდვის აქტი და მცირე ბიზნესის დეკლარაციის შევსების წესი. ტრენინგს PMC RC-ის კონსულტანტი ტატა ბერიძე უძღვებოდა.

ტრენინგში მონაწილეობა, ჯამში 20-მა ბენეფიციარმა მიიღო. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში და იღებდნენ მონაწილეობას ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებში.

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს ფინანსური აღრიცხვის და ბუღალტერიის ტრენინგი ჩაუტარდათ

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.