Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული მეორე საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული მეორე საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
08 დეკემბერი 2019

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), სოფლის განვითარების საგრანტო კომპონენტის, სრული პროექტების კონკურსის შედეგები გამოცხადდა. კონკურსის მიზანია გამოავლინოს საპროექტო წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ხულოს მუნიციპალიტეტში.

საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე სულ შემოვიდა 102 განაცხადი. აღნიშნული პროექტები შეფასდა გარე ექსპერტის და ENPARD ხულო პროექტის მონიტორინგის სამსახურის მიერ. შემოსული პროექტებიდან    წინასწარ მინიჭებული მინიმალური ბარიერი გადალახა 67-მა პროექტმა, საიდანაც 45 მაღალ ქულიანი პროექტი გაივლის გასაუბრებას, ხოლო დანარჩენი 22 პროექტი არის რეზერვი. თუ რომელიმე  პროექტი ვერ გაივლის გასაუბრების ეტაპს, ჩანაცვლდება იგივე ბიუჯეტის პროექტი რეზერვებიდან საგრანტო სახელმძღვანელოთი განსაზღვრული კვოტების შესაბამისად. აპლიკანტებმა საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღეს sms-შეტყობინებით.

კონკურსის შედეგების ცხრილები, გასაუბრებაზე გადასულთა და რეზერვთა სია, იხილეთ ბმულში.  ასევე იხილეთ დაბალბიუჯეტიანი პროექტების გასაუბრების განრიგი. საშუალო და მაღალბიუჯეტიანი პროექტების  გასაუბრების განრიგი ხელმისაწვდომი იქნება მოგვიანებით.  შეფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია აპლიკანტს შეუძლია გამოითხოვოს განცხადების საფუძველზე, პროექტის ოფისში ერთი კვირის განმავლობაში 9-დან 20დეკემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 13 55 25 ან/და მოგვწეროთ : info.enpard.khulo@caritas.cz


პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული მეორე საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.