Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგი ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგი ჩატარდა
29 ნოემბერი 2019

27 ნოემბერი 2019, ხულო - ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვასა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებაზე ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც აღნიშნულ თემატიკასთან შესაბამისი მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომლები, ხულოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მომიჯნავე სფეროს სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ტრენინგს დაესწრო 15 მონაწილე. ტრენინგის მიზანი გახლდათ, კლიმატის ცვლილებების და ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზრდის მიზეზების დადგენა და მოცემული პრობლემების გადაჭრის და ადაპტაციის გზების დასახვა. ტრენინგს გაუძღვა გეოლოგიის დოქტორი დიანა ეგიაზაროვა.

‘’ტრენინგის პროცესი საინტერესოდ წარიმართა. ბევრი ახალი საკითხის შესახებ მივიღე ინფორმაცია, რაც დამეხმარება ჩემი პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში’’ - მოსაზრებას გვიზიარებს, მელიორაციის სამსახურის სპეციალისტი რომან შანთაძე.

ტრენინგი აქტიურ რეჟიმში ჩატარდა. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება ხულოს მუნიციპალიტეტის კონტექსტთან მიმართებაში, ხოლო ტრენერისგან მოისმინეს კვალიფიციური თეორიული დასაბუთებები. ტრენინგის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს შემდეგი საკითხები: (1) გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებები, (2) ბუნებრივი საფრთხეები, (3) საგანგებო სიტუაციების სამართლებრივი საფუძვლები და (4) საგანგებო სიტუაციები და მისი მართვა. მოცემული საკითხების ირგვლივ თეორიული ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად ჩატარდა პრაქტიკული აქტივობებიც, რათა ადგილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გარდასახულიყო.

‘’ლოკალური კონტექსტის გათვალისწინება ბუნებრივ საფრთხეებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია. ხულოს მუნიციპალიტეტი კატასტროფების რისკებთან მიმართებაში აქტიურ ზონას წარმოადგენს და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის საინფრომაციო ტრენინგების და შეხვედრების ჩატარება’’ - მოსაზრება დააფიქსირა, ტრენერმა დიანა ეგიაზაროვამ.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ხულოს მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგი ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.