ხულოს LAG-ი გამოცდილების გაზიარების მიზნით, სასწავლო ვიზიტით ყაზბეგის LAG-ს ეწვია

9-10 ნოემბერი 2019, ყაზბეგი - ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ხულოს განვითარების ჯგუფი (LAG) პროექტის „საოჯახო სასტუმროებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ყაზბეგის ადგილობრივ განვითარების ჯგუფს ეწვია საოჯახო სასტუმროების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით. სასწავლო ვიზიტში 13 საოჯახო სასტუმროს ოპერატორი მონაწილეობდა და 2 დღეს გაგრძელდა. მასტერკლასს გაუძღვა, საოჯახო სასტუმროს მფლობელი ქეთევან სუჯაშვილი.

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის დირექტორი - შორენა სუჯაშვილი საინტერესო მოსაზრებას აზიარებას - ‘’საოჯახო სასტუმროების მართვის მიმართულებით ყაზბეგში დიდი გამოცდილება დაგროვდა, აქედან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობა, რომ მიღებული პრაქტიკული ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ. განსაკუთრებით აღსანიშნია LAG-ებს შორის თანამშრომლობის არსებობა, რადგან ეს მოგვცემს შესაძლებლობას მომავალში კიდევ ბევრი საერთო აქტივობა დავგეგმოთ’’.

სასწავლო ვიზიტი აქტიურ რეჟიმში ჩატარდა. ხულოს საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: (1) სხვადასხვა ტურისტულ საიტებზე დარეგისტრირება, (2) აგრო-ტურიზმი და მისი დადებითი მხარეები, (3) ფასების რეგულირება სეზონების მიხედვით, (4) საოჯახო სასტუმროს მართვის პრაქტიკული თავისებურებანი, (5) დამატებითი მომსახურების გაწევა [ტრანსფერი, ტურების ორგანიზება და.შ], (6) ადგილობრივი კულტურის და ისტორიის გაცნობა სტუმრისთვის, (7) კვების ორგანიზება და (8) ნომრის მოწესრიგება.

‘’სასწავლო ვიზიტის მსვლელობა უსაზღვროდ საინტერესო პროცესი იყო, ძალიან ბევრი პრაქტიკული მაგალითი მოვისმინე და უკან ბევრი იდეეით ვბრუნდები, რასაც ჩემს საოჯახო სასტუმროში დავნერგავ’’ - მოსაზრება დააფიქსირა, საოჯახო სასტუმრო ‘’სხალთის’’ მეპატრონემ იზოლდა სურმანიძემ.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში - თანადაფინანსებით.

პარტნიორები