Eng

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
28 აგვისტო 2019

2019 წლის 27 აგვისტოს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში (CCRG) გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, ხულოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით, აძლიერებენ თანამშრომლობას და კოორდინაციას ერთმანეთს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ გეგმებზე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თამჯდომარემ, ქალბატონმა თინათინ ზოიძემ, ისაუბრა დეპარტამენტის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხულოს მუნიციპალიტეტში სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და გეგმებზე. თავის მხრივ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა, ეკატერინე მესხრიკაძემ და ENPARD ხულო პროექტის მენეჯერმა, გიორგი მურვანიძემ ისაუბრეს ხულოში ტურიზმის მიმართულებით დაფინანსებულ და მიმდინარე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირებულ საპროექტო წინადადებებზე.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და განიხილეს მომავალ აქტივობებში თანამშრომლობის შესაძლებლობები.


ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის დახმარებით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამხოლოდ აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.