Eng

ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ხულოს ესტუმრა

ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ხულოს ესტუმრა
27 აგვისტო 2019

25-26 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის LAG-ის პოტენციური წევრები იმყოფებოდნენ ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან შეხვედრაზე, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია ხულოს LAG-ის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, ვიზიტორები ახმეტიდან, დაესწრნენ ხულოს LAG-ის და ხულოს მუციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ფესტივალს „ხულო FEST“

ახმეტის ადგლიბორივი განვითარების ჯგუფი ამ დროისათვის ფორმირების ეტაპზეა, გამომდინარე აქედან მათთვის საინტერესოა სხვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების საქმიანობა და პრაქტიკა, ამიტომ ხულოს LAG-მა ვიზიტორებს გაუზიარა მიღებული გამოცდილება.

პროექტს ახმეტის მუნიციპალიტეტში ახორციელებს “Action Against Huger” ორგანიზაციასთან „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“(KRDF) პარტნიორობით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ინკლუზიურ და თემაზე დაფუძნებულ მიდგომას ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახმეტის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ხულოს ესტუმრა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.