Eng

ხულო FEST

ხულო FEST
14 აგვისტო 2019

2019 წლის 25 აგვისტოს დაბა ხულოში 14:00 საათიდან, დრამატული თეატრის წინ გაიმართება ფესტივალი „ხულო FEST”. ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართება ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. პარალელურად ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები შეასრულებენ ტრადიციულ სიმღერებსა და ცეკვებს. ღონისძიების მეორე ნაწილში მოწვეული მუსიკალური ბენდები და DJ შემოგვთავაზებენ კონცერტს.

გამოფენა-გაყიდვაზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ ხულოში წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია (თაფლი, ყველი, ჩირი და ა.შ). ფესტივალს ეყოლება აქტიური და პოზიტიური წამყვანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაუძღვება ღონისძიებას.

გამოფენა-გაყიდვის პარარელურად გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების („არგინეთი“, „მერმისი“, „ბერმუხა“ და „ციცინათელა“) მიერ შემოთავაზებული საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობები (შეჯიბრი სიმინდის ჭამაში, ვიქტორინა ხულოზე, ბუშტების სწრაფად გაბერვა  და ა.შ.)

ფესტივალის მეორე ნაწილში მოწვეული ბენდები (FOURTH SEASON და ASEASOOL) სტუმრებს სასიამოვნო მუსიკას შესთავაზებენ. დღის ბოლოს ღონისძიებას დაასრულებს მოწვეული DJ ZAZA, ელექტრონული მუსიკით.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 135525;

ან მოგვწერეთ: Khulolag@gmail.com

Facebook link: https://bit.ly/2yYN9WY

ხულო FEST

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.