Eng

შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა ქედის, შუახევისა და ხულოს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე

შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა  ქედის, შუახევისა და ხულოს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე
12 აგვისტო 2019

2019 წლის 7 აგვისტოს, შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა  ქედის, შუახევისა და ხულოს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე ,,მერები ეკონომიკურიზრდისათვის"-პროექტის ფარგლებში.აღნიშნულზე მუშაობენ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში,  დემოკრატიის ინსტიტუტი, CENN-ი, ქედის და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, ქედის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები.  პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება.

ექსპერტმა ეკატერინე თარგამაძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო ქედის, შუახევის და ხულოს განვითარების გეგმის შემუშავების სტილი და თემატიკა. აგრეთვე, განისაზღვრა დრო, გეგმის მოსამზადებლად.

პროექტის მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელიე კონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა  ქედის, შუახევისა და ხულოს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.