Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ბიზნეს მენეჯმენტზე ტრენინგები ტარდება

ხულოს მუნიციპალიტეტში ბიზნეს მენეჯმენტზე ტრენინგები ტარდება
29 ივლისი 2019

2019 წლის 29 ივლისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ENPARD ხულო პროექტის ოფისში, დაიწყო ორდღიანი ტრენინგები ბიზნეს მენეჯმენტზე. ტრენინგს ატარებენ, PMC კვლევითი ცენტრის კონსულტანტები, ნინო ხატისაშვილი და ალექსანდრე მიქელაძე.   

ტრენინგი განკუთვნილია ENPARD II პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“-ს პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთათვის. ტრენინგში მონაწილეობას იღებს 26 ბენეფიციარი და მიზნად ისახავს, ბენეფიციართა გადამზადება/კონსულტირებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საჭიროა დაფინანსებული პროექტების წარმატებული ფუნქციონირებისათვის. ტრენინგი არის ინტერაქტიული ხასიათის, მონაწილეებს შეუძლიათ დასვან კითხვები და ისაუბრონ მათთვის საინტერესო მიმართულებებზე ბიზნეს მენეჯმენტის მხრივ.

ტრენინგი ჩატარდა პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტში ბიზნეს მენეჯმენტზე ტრენინგები ტარდება

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.