Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი დასრულდა და შედეგები გამოცხადდა

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი დასრულდა და  შედეგები გამოცხადდა
17 აპრილი 2019

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), სოფლის განვითარების საგრანტო კომპონენტის, სრული პროექტების კონკურსის შედეგები გამოცხადდა.

საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე სულ შემოვიდა 120 განაცხადი. აღნიშნული პროექტები შეფასდა გარე ექსპერტის, ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (ხულოს LAG) ბაზაზე შექმნილი საგრანტო კომიტეტისა და ENPARD ხულო პროექტის მონიტორინგის სამსახურის მიერ. შემოსული პროექტებიდან    წინასწარ მინიჭებული მინიმალური ბარიერი გადალახა 47 პროექტმა, საგრანტო კონკურსის მესამე, ვერბალური პრეზენტაციის ეტაპზე სულ წარმოდგენილი იყო 47 სრული პროექტი. მათგან ხულოს LAG-ი შეხვდა 41 პროექტის ავტორს და მოისმინა პრეზენტაცია.  პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის შემდეგ საგარანტო კომიტეტი იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსება/არ დაფინანსების საკითხზე. 41 პროექტიდან კვოტების, საგრანტო ბიუჯეტის შეზღუდვებისა და საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაუბრება წარმატებით გაიარა 27-მა პროექტმა. ყველა აპლიკანტმა საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღო sms-შეტყობინებით.

გამარჯვებული პროექტები პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად:

ტურიზმი სოფლად - 12

სოფლის მეურნეობა - 5

კულტურა,ჯანმრთელობა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა - 2

არასასოფლო სამეურნეო საქმიანობები - 7

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა - 1

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულში

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი დასრულდა და  შედეგები გამოცხადდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.