Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში საძოვრების მდგრად მართვასა და ცხოველთა კვებაზე საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში საძოვრების მდგრად მართვასა და ცხოველთა კვებაზე საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა
08 მარტი 2019

2019 წლის 8 და 9 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ENPARD ხულო პროექტის ოფისში გაიმართა ორდღიანი საინფორმაციო ტრენინგი საძოვრების მდგრად მართვასა და ცხოველთა კვებაზე. ტრენინი ჩაატარა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა.

ტრენინგის მთავარი თემები იყო მეცხოველეობის გაძღოლის სისტემები, ცხოველთა სადგომების აშენების პრინციპები, საძოვრების ვეტერინარიული შეფასება და გავრცელება ხულოს მუნიციპალიტეტში, წყლის როლი ცხოველთა ჯანმრთელობის და პროდუქტიულობის ზრდაში, ძოვების რეჟიმი, განრიგი და კვების პროცესი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 15-მდე მონაწილემ, მათ შორის ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა, ადგილობრივმა ფერმერებმა და ადგილობრივი ვეტერინარული კლინიკის წარმომადგენელმა. ტრენინგი იყო ინტერაქტიული ხასიათის. მონაწილეებს შეეძლოთ ინდივიდუალურ მაგალითებზე დაყრდნობით დაესვათ კითხვები და ესაუბრათ მათთვის საინტერესო მიმართულებაზე.

საინფორმაციო ტრენინგები საძოვრების მდგრად მართვაზე მომავალშიც ჩატარდება და ფერმერები, დაინტერესებული პირები ვინც ვერც შეძლო ტრენინგზე დასწრება კიდევ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია.

ტრენინგი ჩატარდა პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ხულოს მუნიციპალიტეტში საძოვრების მდგრად მართვასა და ცხოველთა კვებაზე საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.