Eng

სრული საპროექტო განაცხადების შეფასების პროცედურები

სრული საპროექტო განაცხადების შეფასების პროცედურები
17 დეკემბერი 2018

სრული პროექტების კონკურსის პროცედურები

(მაქს. ქულა 170)

ტექნიკური შემოწმება _ ENPARD ხულო პროექტის გუნდი ამოწმებს სრული საპროექტო განაცხადების შესაბამისობას მთავარ კრიტერიუმებთან:

  1. განაცხადის შინაარსი არ შეცვლილა.
  2. მოთხოვნილი გრანტი რაოდენობა არ გაზრდილა.
  3. განმცხადებელი არ შეცვლილა (განცხადებით).
  4. პროექტის ხანგრძლივობა ერთ წელზე ნაკლებია.
  5. პროექტის ფორმა და ბიუჯეტის მთავარი გრაფები შევსებულია.
  6. პროექტის ბიუჯეტი მოცემულია ევროში.

გარე ექსპერტები _ სრული განაცხადები დაიყო ოთხ ნაწილად და გაეგზავნათ გარე ექსპერტებს, რომლებიც შეაფასებენ პროექტებს და მიანიჭებენ მაქს. 100 ქულას. აუცილებელი მინიმალური ქულაა 50.

საველე ვიზიტი _ პროექტის საგრანტო მონიტორინგის ასისტენტი მოინახულებს სრული პროექტების განხორციელების ადგილს და შეაფასებს არსებული რესურსების შესაბამისობას განაცხადში აღწერილთან. მაქსიმალური ქულაა 20. აუცილებელი მინიმალური ქულაა 5.

ხულოს ადგილობრივი განვითარების საგრანტო კომიტეტი _ კომიტეტი შედგება 22 წევრისაგან. ყოველ სამუშაო დღეს შემთხვევითობის პრინციპით და შეთანხმებით შერჩეული კომიტეტის 3 წევრი შეიკრიბება პროექტის ოფისში, ადგილზე გაეცნობა პროექტს და შეაფასებს ადგილზე. მაქსიმალური ქულაა 50.

ENPARD ხულო პროექტის მენეჯერს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე აქვს პროექტზე ვეტოს დადების უფლება.

გამარჯვებულების გამოვლენა

შემოსული პროექტები მოთხოვნილი გრანტის მიხედვით დაიყოფა შემდეგნაირად:

  1. დაბალ ბიუჯეტიანი პროექტები _ პროექტები რომლებიც ითხოვენ 10.000 ევროს ან ნაკლებს.
  2. საშუალო ბიუჯეტიანი პროექტები _ პროექტები რომლებიც ითხოვენ 10.000 ევროდან 25.000 ევრომდე.
  3. მაღალ ბიუჯეტიანი პროექტები _ პროექტები რომლებიც ითხოვენ 25.000 ევროზე მეტს.
  4. არა-კომერციული პროექტები.

პროექტის ჯგუფი

პროექტების მაქს. რაოდენობა თითოეული პრიორიტეტისათვის

პროექტების მაქს. რაოდენობა თითოეული თემისათვის

დაბალ ბიუჯეტიანი

10

4

საშუალო ბიუჯეტიანი

3

2

მაღალ ბიუჯეტიანი

1

  1. პირველ ეტაპზე საგრანტო ბიუჯეტი შეადგენს 400.000 ევროს.
  2. ბიუჯეტის მიხედვით პროექტები შემდეგნაირად გადანაწილდება:
  • 38% მაღალ ბიუჯეტიანი პროექტებისთვის (152.000 ევრო)
  • 28% საშუალო ბიუჯეტიანი პროექტებისთვის (112.000 ევრო)
  • 28% დაბალ ბიუჯეტიანი პროექტებისთვის (112.000 ევრო)
  • 6% არა-კომერციული პროექტებისთვის (24.000 ევრო)
  1. თუ პროექტები ვერ შეავსებენ თავიანთი ჯგუფისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს ან გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ დარჩება გაუნაწილებელი ნაშთი, დარჩენილი თანხები დაემატება პროექტების სხვა ჯგუფს შემდეგი თანმიმდებრობით:

ა. დაბალი და საშუალო ბიუჯეტიანი პროექტები;

ბ. მაღალ ბიუჯეტიანი პროექტები;

გ. არაკომერციული პროექტები;

  1. გამარჯვებული პროექტების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ 10.000 ევროზე ნაკლებს (დაბალ ბიუჯეტიანი პროექტები) თითოეული პრიორიტეტისათვის არის 10, ხოლო თითოეული თემისათვის მაქსიმალური რაოდენობა ერთი პრიორიტეტიდან არის 4.
  2. გამარჯვებული პროექტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელბიც ითხოვენ 10.000 ევროდან 25.000 ევრომდე (საშუალო ბიუჯეტიანი პროექტები) თითოეული პრიორიტეტისათვის არის 3, ხოლო თითოეული თემისათვის მაქსიმალური რაოდენობა ერთი პრიოტეტიდან არის 2.
  3. გამარჯვებული პროექტების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ 25.000 ევროზე მეტს (მაღალ ბიუჯეტიანი პროექტები), თითოეულ თემში ერთი პრიორიტეტული მიმართულებიდან არის 1.

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ პროექტებს შემდეგი თანმიმდევრობით: 1. განმცხადებელი შშმ პირია; 2. განმცხადებელი ქალბატონია; 3. განმცხადებელი ახალგაზრდაა (30 წელზე ნაკლებისაა); 4. განმცხადებელი რეგისტრირებული კოოპერატივია (აქტიური სტატუსით).

გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს ამტკიცებს ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგრანტო კომიტეტი. 

ყველა სხვა დანარჩენი შემთხვევა, რომელიც არ შეესაბამება ზემოთ აღწერილ შემთხვევებს განხილული იქნება ENPARD ხულო პროექტის გუნდისა და ხულოს LAG-ის მმართველი ჯგუფის მიერ.

სრული საპროექტო განაცხადების შეფასების პროცედურები

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.