Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ორგანულ სოფლის მეურნეობაზე და განახლებად ენერგორესურსებზე საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ორგანულ სოფლის მეურნეობაზე და განახლებად ენერგორესურსებზე საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა
30 ნოემბერი 2018

 10 დეკემბერი 2018, ხულოს მუნიციპალიტეტი - ორგანული სოფლის მეურნეობის ძირითადი პრინციპები, კონსერვაციული, ბიოდინამიურიდა ორგანული სოფლის მეურნეობის მონათესავე მიმართულებები, განახლებადი ენერგიის წყაროები და შესაბამისი ტექნოლოგიები - სწორედ ეს საკითები განიხილეს საინფორმაციო ტრენინგის ფარგლებში, რომელიც 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდაევროკავშირის მხარდაჭერით, ასოციაცია „ელკანას“და ენერგოეფექტურობის ცენტრის წარომადგენლების მიერ.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 20-მდე მონაწილემ, მათ შორის ხულოს განვითარების ჯგუფის წევრებმა, ადგილობრივმა ფერმერებმა და ხულოს მერიის წარმომადგენლებმა. მონაწილეები გაეცნენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მეთოდებს და მცენარეთა დაცვის საშუალებებს, მზის, ბიოგაზის, ბიომასის ენერგიებს და მათთან დაკავშრირებულ ინოვაციებს. ტრენინგები იყო ინტერაქტიური ხასიათის და მონაწილეებს შეეძლოთ ინდივიდუალურ მაგალითებზე დაყრდნობით დაესვათ კითხვები და ესაუბრათ მათთვის საინტერესო მიმართულებაზე.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ორგანულ სოფლის მეურნეობაზე და განახლებად ენერგორესურსებზე საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.