Eng

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ბორჯომს ესტუმრა

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ბორჯომს ესტუმრა
01 ნოემბერი 2018

2018 წლის 1 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ბორჯომს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. შეხვედრის მიზანი ბორჯომის LAG-ის გამოცდილების გაზიარება იყო.

ვიზიტის ფარგლებში ხულოსა და ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ორივე მხარემ გააკეთა პრეზენტაცია განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ადგილობრივი განვითარების სტრატეგების ზოგადი მონახაზზე და სოფლის განვითარების საგრანტო კომპონენტის შედეგებზე. შეხვედრაზე ENPARD ბორჯომის პროექტის მენეჯერმა, მიშა ლომიძემ ისაუბრა არსებული გამოცდილების შესახებ, აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ბორჯომის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის ძირითად ელემენტებსა და მის მნიშვნელობაზე პროექტის განხორციელების პროცესში. ხულოს LAG-მა მიიღო საგრანტო ეტაპთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ინფორმაცია ძირითადი გამოწვევების შესახებ. შეხვედრის ბოლოს მოეწყო კითხვა პასუხის სესია და მხარეებს ქონდათ შესაძლებლობა დაესვათ ნებისმიერი კითხვა.

დღის მეორე ნახევარში, ხულოს LAG-ის წარმომადგენლებმა, ბორჯომში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბიზნეს ინიციატივები მოინახულეს. მათ შორის იყო “პავლონიის სადემონსტრაციო ბაღი'', „ჯომარდობა“, სასწავლო ცენტრი და  სტადიონი.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ბორჯომს ესტუმრა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.