Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე ეტაპზე გადასული ბენეფიციარებს სრული საპროექტო წინადადებების მომზადების ტრენინგები ჩაუტარდათ

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე ეტაპზე გადასული ბენეფიციარებს სრული საპროექტო წინადადებების მომზადების ტრენინგები ჩაუტარდათ
17 ოქტომბერი 2018

2018 წლის 17-20 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ბენეფიციარებისთვისსაინფორმაციო ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგისმიზანი იყო სრული საპროექტო განაცხადის კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განაცხადის ფორმისა და ბიუჯეტის ფორმების დეტალური გაცნობა. სულ ჩატარდა ტრენინგების რვა სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 162 აპლიკანტმა. სესიები გადანაწილებული იყო სტრატეგიით განსაზღვრული შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით: 

  • ტურიზმი სოფლად;
  • სოფლის მეურნეობა;
  • კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა;
  • კულტურა, ჯანდაცვა,  განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა;
  • არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობები;
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა.

2018 წლის 1-31 აგვისტოს მიმდინარეობდა საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი. კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 429 პროექტის იდეა. აღნიშნული პროექტების იდეები შეფასდა ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (ხულოს LAG) ბაზაზე შექმნილი საგრანტოკომიტეტის და ENPARD ხულო პროექტი სწარმომადგენლების მიერ. შემოსულიპ როექტებიდან მომდევნო ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 187 პროექტი.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ისეთი პროექტების იდეების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს შეუწყობს ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის  პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად.

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე ეტაპზე გადასული ბენეფიციარებს სრული საპროექტო წინადადებების მომზადების ტრენინგები ჩაუტარდათ

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.