Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ლოგოს იდეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ლოგოს იდეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
01 ივნისი 2018

2018 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LAG-ის ლოგოს იდეების კონკურსის მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ. 

კონკურსის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ლოგოს შექმნა ბავშვების იდეებზე დაყრდნობით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ათმა მოსწავლემ, რომლებმაც წარადგინეს ნამუშევრები მოკლე კონცეფციასთან ერთად.

კონკურსანტების ნამუშევრები შეაფასეს ხულოს LAG-ის ახალგაზრდა წევრებმა. შეფასება ეყრდნობოდა სამ ძირითად კომპონენტს: ნამუშევარი, იდეა და კრეატიულობა.  შედეგად დასახელდა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი, კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა XI კლასის მოსწავლემ, თამთა თავართქილაძემ. მისი ნამუშევარი და კონცეფცია ასახავდა მჭიდრო ურთიერთკომუნიკაციის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში, განსაკუთრებული აქცენტი ლოგოში ტურიზმის პოტენციალზეა გამახვილებული.

დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პროექტის მენეჯერმა, გიორგი მურვანიძემ. მან ბავშვებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისთვის და  მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ლოგოს იდეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.