Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები შედგა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები შედგა
23 აპრილი 2018

2018 წლის 23-25 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) და PMC კვლევით ცენტრის ექსპერტმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები ჩაატარა.

შეხვედრების მიზნები იყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ზოგადი მონახაზის წარდგენა, სტრატეგიის ელემენტების საბოლოო ვერსიის შედგენა და შემდეგი ნაბიჯების შესახებ შეთანხმება, მუნიციპალიტეტის ახლანდელი მდგომარეობის მიმოხილვა პრიორიტეტული თემების მიხედვით, LAG-ის ტერიტორიის განვითარების ხელისშემშლელი პრობლემების განსაზღვრა, მათი პრიორიტეტებად დალაგება და მთავარი პრობლემების არჩევა, სამოქმედო გეგმის შედგენა და მომდევნო ორი სემინარის აქტივობების განსაზღვრა.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის 16-მა წევრმა. მონაწილეებმა მიმოიხილეს მუნიციპალიტეტის მდგომარეობა ექვსი პრიორიტეტული თემის გათვალისწინებით:

  • კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა,
  • სოფლის მეურნეობა,
  • კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა,
  • მცირე მეწარმეობა და არაეკონომიკური საქმიანობები,
  • გარემო და ბუნების მართვა
  • ტურიზმი სოფლად

მონაწილეებმა ისწავლეს პრობლემების პრიორიტეტებად დალაგება, ამოირჩიეს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მომავალ შეხვედრზე უნდა განისაზღვროს სტრატეგიის მიზნები და ამოცანები.

HMRR-ის ექსპერტებმა ვიზიტის ფარგლებში მესამე სამუშაო დღეს LAG-ის ფონდების მოძიების ჯგუფთან ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „შესავალი საპროექტო წინადადების შედგენის პროცესში - იდეიდან პროექტამდე“. ტრენინგის მიზნები იყო პროექტის შესახებ სწორი წარმოდგენის შექმნა და პროექტის დაგეგმვის მეთოდოლოგიის წარდგენა, პროექტის ციკლის მართვის წარდგენა, მომავალი სემინარისთვის პროექტის იდეების სამუშაო ვერსიის შემუშავება. ტრენინგზე მონაწილეებმა გამართეს დისკუსია სავარაუდო პროექტების იდეების შესახებ, რომლებიც მომავალი სემინარისთვის უნდა შემუშავდეს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები შედგა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.