Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა
05 თებერვალი 2018

2018 წლის 22 იანვარს ხულოს მუნიციპალიტეტში LAG-ის მმართველი ჯგუფის არჩევნები გაიმართა. არჩევნებს წინ უძღოდა საერთო კრების შეხვედრა, რომელზეც წევრები საარჩევნო პროცედურებს და მმართველი ჯგუფის სტრუქტურას გაეცნენ. 

მმართველი ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრა 15 წევრით, საიდანაც 10 წევრის არჩევა მოხდა ფარული კენჭისყრით. მმართველ ჯგუფში წარმოდგენილია რაიონის მერიის ერთი წარმომადგენელი, საკრებულოს ერთი და ამაგების 2 წარმომადგენელი. მმართველი ჯგუფის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო LAG-ის 99 წევრმა, საერთო რაოდენობის 88.3%. არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და დღის ბოლოს ხმის დამთვლელმა კომისიამ LAG-ის წევრებს გააცნო არჩევნების შედეგები. მმართველი ჯგუფის 15 წევრიდან, 5 საჯარო სექტორს წარმოადგენს, 8 - სამოქალაქოს, 2 კი კერძოს. მე-15 წევრი CCRG-ის წარმომადგენელია, რომელიც ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ხულოს LAG-ში გაწევრიანებულია 112 პიროვნება, ამათგან 25 ქალი და 18 ახალგაზრდა.  წევრთა სექტორული გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 24.1% კერძო სექტორი, 49.1% სამოქალაქო სექტორი და 26.8% საჯარო სექტორი.

პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ჩეხეთს რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. პროექტი ითვალისწინებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალური თანამონაწილეობას სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში.   

 

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.