Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა საერთო კრება ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა  საერთო კრება ჩატარდა
17 იანვარი 2018

2018 წლის 17 იანვარს ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საერთო კრება ჩატარდა.     

შეხვედრის მიზანი იყო მოანაწილეებისთვის მმართველი ჯგუფის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურებისა და წესების, მმართველი  ჯგუფის სტრუქტურის გაცნობა და კანდიდატების წარდგენა.

შეხვედრას დაესწრო LAG-ის  77 წევრი. შეხვედრისას წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, აგრეთვე კანდიდატებს მიეცათ განსაზღვრული დრო პროგრამისა და საკუთარი თავის წარსადგენად.

მმართველი ჯგუფის არჩევნები გაიმართება 22 იანვარს 10:00-17:00 საათზე და LAG-ის წევრებს საშუალება ექნებათ მხარი დაუჭირონ თავიან რჩეულ კანდიდატებს. LAG-ში გაწევრიანებულია 111 ადამიანი, აქედან 24 ქალბატონი და 18 ახალგაზრდა. წევრთა სექტორული გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 24.4% კერძო სექტორი, 48.6% სამოქალაქო სექტორი და 27% საჯარო სექტორი.

პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ჩეხეთს რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. პროექტი ითვალისწინებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალური თანამონაწილეობას სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში.   

 

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა  საერთო კრება ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.