Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში LEADER მიდგომასა და LAG-ის ძირითად პრინციპებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში LEADER მიდგომასა და LAG-ის ძირითად პრინციპებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
07 ნოემბერი 2017

2017 წლის 7-8 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტში ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) LAG-ის პოტენციური წევრებისთვის სოფლის განვითარების ევროპული მოდელის - LEADER მიდგომისა და LAG-ის ძირითად პრინციპებზე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.  

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

შეხვედრების მიზნები იყო მონაწილეებისათვის LEADER მიდგომებისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) როლის მნიშვნელობის გაცნობა ადგოლობრივი თემის განვითარებაში, ადგილობრივი განვითარების (LAG) წევრებისა და ლიდერების ფუნქციების გაცნობა , ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანერგვის პროცესის  და სამომავლო გეგმების განხილვა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამივე სექტორის (კერძო, სამოქალაქო და საჯარო) წარმომადგენლებმა, რომლებმაც LAG-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრებს დაესწრო ლაგის 49 პოტენციური წევრი  (35 კაცი და 14 ქალი). სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქციის რეჟიმში, მონაწილეები უფრო ღრმად გაეცნენ ლიდერ მიდგომას, როგორ მუშაობს LEADER ევროკავშირის ქვეყნებში და რა მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მას სოფლის განვითარების საქმეში. აგრეთვე ისინი გაეცნენ მონაწილებით დაგეგმვის მნიშვნელობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში. ტრენინგზე ნაჩვენები იყო ევროპის სოფლის განვითარების ქსელი მიერ მომზადებული ვიდეო LEADER მიდგომის შესახებ. შექხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ სატრენინგო მასალები, მათ შეავსეს ტრენინგის შეფასებისა და თვითშეფასების კითხვარები.   

მომდევნო შეხვედრებიდან LAG-ის პოტენციური წევრები დაიწყებენ ხულოს განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას.

შეხვედრების შემდეგ HMRR -ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დაათვალიერეს ხულოს ეთნოგრაფიული მუზეუმი და იქ გამოფენილი ხელნაკეთი ნივთები.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში LEADER მიდგომასა და LAG-ის ძირითად პრინციპებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.