Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ორგანიზაციამ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ ENPARD-ის სოფლის განვითარების საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ხულოს მუნიციპალიტეტში ორგანიზაციამ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ ENPARD-ის სოფლის განვითარების საინფორმაციო კამპანია დაიწყო
30 ივლისი 2017

ENPARD-ის განმახორციელებელმა პარტნიორმა ორგანიზაციამ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ (CCRG) ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს ხულოს მოსახლეობისთვის ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის და ევროპული მიდგომის (LEADER) შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ადგილობრივი მოსახლეობის პროექტში მაქსიმალური ჩართულობა.

საინფორმაციო შეხვედრები უკვე შედგა ღორჯომის, აგარის, ვაშლოვანის საკრებულების ზოგიერთ სოფელში და ხულოს საკრებულოების წარმომადგენლებთან. შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ჯგუფები - ფერმერები, მცირე მეწარმეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.  შეხვედრები ძირითადად შედგა თემებში არსებულ ბიბლიოთეკებში.

საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება 2017 წლის ნოემბრამდე და მოიცავს 12 საკრებულოს და ასევე დაბა ხულოს.

2017 წლის ივნისიდან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG), ხორვატულ არასამთავრობო ორგანიზაცია HMRR  და PMC კვლევითი ცენტრთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეში ახორციელებს პროექტს „სოფლის განთვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“. პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ადგილობრივი ფერმერები, ადგილობრივი სასტუმრო სახლების (გესთჰაუსი) ოპერატორები და ტურისტული სერვისების მიმწოდებლები,  ადგილობრივი საკვების მწარმოებლები და ხელსაქმის ოსტატები, ადგილობრივი თემების წევრები (მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ჯგუფები და ა.შ.), ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ხულოს განვითარების სტრატეგიას. სტრატეგიით შემუშავებული პრიორიტეტების მიხედვით მომდევნო ეტაპზე თანადაფინანსების საფუძველზე გაიცემა გრანტები.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში და მისი ხანძლივობა შეადგენს 46 თვეს.   

პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • გიორგი მურვანიძე, პროექტის მენეჯერი, მობ: 599 537 539, giorgi.murvanidze@caritas.cz
  • თამთა თავართქილაძე, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) კოორდინატორი, მობ: 577 12 34 76, tavartkiladzetamta@yahoo.com

ENPARD-ის პროგრამის შესახებ  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.enpard.ge

 

ხულოს მუნიციპალიტეტში ორგანიზაციამ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ ENPARD-ის სოფლის განვითარების საინფორმაციო კამპანია დაიწყო

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.