გოდერძის ალპური ბაღი – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა ხულოში

გოდერძის ალპური ბაღი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გოდერძიში მდებარეობს, სილამაზით და თემატური დატვირთვით კავკასიის რეგიონში ერთადერთია. ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა ბაღის ინფრასტრუქტურა: მოეწყო პარკინგი, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, მეფუტკრის სახლი, გაკეთდა შიდა ტურისტული გზები, ბილიკები და ალპინარიუმი.

 

ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში მოხდა ბაღის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. შეძენილი იქნა 5 კილოვატის სიმძლავრის მზის პანელები, რითაც გოდერძის ალპური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში ჰელიო სისტემა მოეწყო.

 

„ჰელიო სისტემა საშუალებას მოგვცემს, რომ ვიყოთ ენერგოეფექტურობის მიმართულებით დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ამ პროექტით ჩვენ მივცემთ ადგილობრივ მოსახლეობას სტიმულს, რომ ამ მიმართულებით წავიდნენ და ეს იქნება ძალიან კარგი იმიტომ, რომ თანამედროვე ბუნების მდგრადი გამოყენების ძალიან დიდი საშუალება იქნება.“ – ამბობს ალპური ბაღის წარმოამდგენელი, თემურ ვასაძე.

 

2017 წელს ალპურ ბაღს 500 ვიზიტორი ჰყავდა. 2018 წელს ტურისტთა რაოდენობამ ალპურ ბაღში 2000 კაცს მიაღწია, რაც 150 პროცენტიანი ზრდაა. ვიზიტორთა 30%-მა ადგილობრივი სასტუმროებით და კვების ობიექტებით ისარგებლა. გასულ წელს, გოდერძში პირველად ტაქსით მომსახურების სერვისიც გაჩნდა.
გოდერძის ალპურ ბაღში 16 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის დასრულების შემდეგ ბაღში დასაქმებულთა რიცხვი 30-მდე გაიზრდება.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG). 

 

 

 

პარტნიორები