Eng

მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს ფორუმი 2018

08 მარტი 2018

2018 წლის 8 მარტს ENPARD ხულოს პროექტმა მონაწილეობა მიიღო მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს ფორუმში.ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით შედგა. ბიზნეს-ფორუმის ერთობლივი ორგანიზების თაობაზე, 2018 წლის 8 თებერვალს, 8 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფორუმის ფასილიტატორია: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP), ღონისძიების თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები ასევე არიან: აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (MOFEA), ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ABWA), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა (CCRG) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). 

იორგი მურვანიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ამჟამად ENPARD II პროექტის - „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ მენეჯერი, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ახორციელებს. ის 1995 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების განხორციელებაში.

იხილეთ ENPARD ხულოს პროექტის მენეჯერის გამოსვლა ფორუმზე: 

 

მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს ფორუმი 2018

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.