Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპანიებისათვის საინფორმაციო ტური გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპანიებისათვის საინფორმაციო ტური გაიმართა
06 თებერვალი 2020

31 იანვრი - 2 თებერვალი, ხულო - ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში,  14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელისთვის, ორდღიანი საინფორმაციო ტური გაიმართა. ინფო-ტური მიზნად ისახავდა  ხულოს მუნიციპალიტეტის, როგორც ზამთრის ტურისტული დანიშნულების ადგილის უკეთ წარმოჩენას  და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.

საინფორმაციო ტურის პირველ დღეს, ENPARD ხულოს პროექტის გუნდი  შეხვდა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს და  პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა,  საუბარი ძირითადად შეეხო ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული ხულოს ტურისტული ბუკლეტები გადაეცათ, სადაც მოცემულია ინფორმაცია ხულოში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების და სერვისების შესახებ. .

ინფო-ტურის მეორე დღეს, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ კურორტ გოდერძს და შეხვდნენ კურორტის ადმინისტრაციის თანამშრომელს, ნუკრი პაქსაძეს, რომელმაც მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კურორტზე არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმების შესახებ. მონაწილეებმა ისარგებლეს კურორტის სხავდასხვა მომსახურებით, მათ შორის სათხილამურო საბაგიროთი და სასრიალო ტრასებით.

ინფო-ტურის დასასრულს, მონაწილეებს მიეწოდათ ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული საოჯახო სასტუმროებისა და სხვა სერვისების მიმწოდებელი კომპანიების საკონტაქტო ინფორმაცია. თანდართული მოკლე აღწერილობით.


ENPARD ხულო პროექტის ფარგლებში შექმნილი, ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიხედვით, ტურიზმის განვითარება სოფლად წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას. შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებებით, პროექტი მხარს უჭერს რეგიონის ტურისტულად გააქტიურებას, ზრდის ტურისტული კომპანიების დაინტერესებას და ინფორმირებულობას მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული სერვისების შესახებ.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპანიებისათვის საინფორმაციო ტური გაიმართა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.