Eng

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში დასახელდა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საუკეთესო პარტნიორად.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში დასახელდა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საუკეთესო პარტნიორად.
23 იანვარი 2020

2020 წლის 23 იანვარს აჭარის ა/რ სოფლსი მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა ანგარიში რომელიც შეეხებოდა 2019 წელს გაწეულ საქმიანობას. კონკრეტულად კი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, შეაჯამა და ისაუბრა იმ პროექტებზე რომელიც განხორციელდა სამინისტროს მიერ. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთვარობის თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფერმერები. ანგარიშის წარდგენის დასასრულს დაჯილდოვდნენ ის პირები და ორგანიზაციები რომლებსაც მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში დაჯილდოვდა, როგორც აჭარის ა/რ სოფლის მეურნების სამინისტროს საუკეთესო პარტნიორი ორგანიზაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც ახორციელებს პროექტს "სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეყობა ხულოს მუნიციპალიტეტში". 

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

 

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში დასახელდა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საუკეთესო პარტნიორად.

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.