Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტში ეკოტურისტული და აგროტურისტული მეურნეობის მართვის ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტში ეკოტურისტული და აგროტურისტული მეურნეობის მართვის ტრენინგი ჩატარდა
07 დეკემბერი 2019

7-8 დეკემბერი 2019, ხულო - ხულოს მუნიციპალიტეტში ეკოტურისტული და აგროტურისტული მეურნეობის მართვის მიმართულებით ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები, საოჯახო სასტუმროს ოპერატორები და აგროტურისტული მეურნეობის მართვით დაინტერესებული პირები დაესწრნენ, ჯამში 20 მონაწილე. ტრენინგი მიზნად ისახავდა, აგრომეურნეობების ტურისტულ ობიექტებად ფორმირების ძირითადი მოთხოვნების და სტანდარტების განსაზღვრას და დანერგვის ხელშეწყობას ხულოს მუნიციპალიტეტში. ტრენინგს გაუძღვა ‘’საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის’’ საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი ნატა რობიტაშვილი.

სატრენინგო პროცესი აქტიურ რეჟიმში წარიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა ნათლად აღწერეს ადგილობრივი კონტექსტი და აგროტურისტული მეურნეობის განვითარების პოტენციური მიმართულებები, რაც შემდგომში ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად განიხილეს ტრენერთან ერთად. ტრენინგის ფარგლებში, ტრენერმა შემდეგი საკითხები განიხილა: (1) აგროტურიზმის განვითარების ძირითადი პრინციპები, (2) აგროტურისტული მეურნეობების საერთო სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები, (3) ძირითადი და დამატებითი მომსახურებების დაგეგმვა-განვითარება, (4) აგროტურისტული პროდუქტის შეფუთვის და ბრენდირების საკითხები, (5) მარკეტინგი და (6) გაყიდვები. ტრენინგის ბოლო ნაწილში, მონაწილეებმა პრაქტიკული აქტივობის მეშვეობით, თეორიულ მასალაზე დაყრდნობით, განსაზღვრეს საკუთარი აგროტურისტული პოტენციალი და შეიმუშავეს კონცეფცია ძირითადი და დამატებითი მომსახურების გასაუმჯობესებლად.

‘’ტრენინგზე მიღებულ ცოდნის საფუძველზე, უკვე ვაპირებ შევიმუშავო აგროტურისტული მომსახურების ძირითადი და დამატებითი მომსახურებები, რათა შემდგომში ჩემს საოჯახო სასტუმროში უფრო მეტი დამსვენებელი მოვიზიდო’’ - ამბობს, ENPARD ხულოს პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვეული პროექტის ავტორი ზებურ იაკობაძე.

‘’ზემო აჭარას აგროტურისტული მეურნეობის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნიადა ამ მიმართულებით ჩატარებული თითოეული საინფორმაციო შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან პირველ რიგში გაზრდის ინფორმაციის დონეს საოჯახო სასტუმროს მფლობელებს შორის და შექმნის დამატებით მომსახურებებს შესაბამისი საკითხის ირგვლივ’’ - მოსაზრება დააფიქსირა, ტრენერმა ნატა რობიტაშვილმა.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტში ეკოტურისტული და აგროტურისტული მეურნეობის მართვის ტრენინგი ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.