Eng

ხულოს განვითარების ჯგუფი, საოჯახო სასტუმროების მართვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ყაზბეგის და მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ეწვია

ხულოს განვითარების ჯგუფი, საოჯახო სასტუმროების მართვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ყაზბეგის და მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ეწვია
04 დეკემბერი 2019

ნოემბერი 2019, ყაზბეგი და მესტია - ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ხულოს განვითარების ჯგუფი (LAG), პროექტის „საოჯახო სასტუმროებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, საოჯახო სასტუმროების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით ყაზბეგის და მესტიის მუნიციპალიტეტებს ეწვია. სასწავლო ვიზიტში 13 საოჯახო სასტუმროს ოპერატორი მონაწილეობდა და 4 დღე გაგრძელდა. მასტერკლასს გაუძღვნენ ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები.

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის დირექტორი - შორენა სუჯაშვილი საინტერესო მოსაზრებას აზიარებას - ‘’საოჯახო სასტუმროების მართვის მიმართულებით ყაზბეგში დიდი გამოცდილება დაგროვდა, აქედან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობა, რომ მიღებული პრაქტიკული ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ. განსაკუთრებით აღსანიშნია LAG-ებს შორის თანამშრომლობის არსებობა, რადგან ეს მოგვცემს შესაძლებლობას მომავალში კიდევ ბევრი საერთო აქტივობა დავგეგმოთ’’.

სასწავლო ვიზიტი აქტიურ რეჟიმში ჩატარდა. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: (1) სხვადასხვა ტურისტულ საიტებზე დარეგისტრირება, (2) აგრო-ტურიზმი და მისი დადებითი მხარეები, (3) ფასების რეგულირება სეზონების მიხედვით, (4) საოჯახო სასტუმროს მართვის პრაქტიკული თავისებურებანი, (5) დამატებითი მომსახურების გაწევა (ტრანსფერი, ტურების ორგანიზება და.შ), (6) ადგილობრივი კულტურის და ისტორიის გაცნობა სტუმრისთვის, (7) კვების ორგანიზება და (8) ნომრის მოწესრიგება, (9) რეკლამის როლი და სპეციფიკა თანამედროვე ტურიზმის სფეროში, (10) დაბალანსებული მენიუს მნიშვნელობა, (11) სტუმრის მიღების სპეციფიკა. ზემოთ მოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩატარდა პრაქტიკული აქტივობები და გაიმართა აქტიური დისკუსია საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლების მხრიდან.

‘’სასწავლო ვიზიტები უსაზღვროდ საინტერესო პროცესი იყო, ძალიან ბევრი პრაქტიკული მაგალითი მოვისმინე და უკან ბევრი იდეით ვბრუნდები, რასაც ჩემს საოჯახო სასტუმროში დავნერგავ’’ - მოსაზრება დააფიქსირა, საოჯახო სასტუმრო ‘’სხალთის’’ მეპატრონემ იზოლდა სურმანიძემ.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში - თანადაფინანსებით.

ხულოს განვითარების ჯგუფი, საოჯახო სასტუმროების მართვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ყაზბეგის და მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ეწვია

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.