Eng

ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტული სერვისების ოპერატორებს აგრო ტურიზმის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტული სერვისების ოპერატორებს აგრო ტურიზმის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
08 ნოემბერი 2019

8-9 ნოემბერი 2019. ხულო - ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედი ტურისტული მომსახურებების 20-მდე ოპერატორმა აგრო ტურიზმის თემაზე ორდღიან საინფორმაციო ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობახულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა. ტრენინგის მიზანი იყო სოფლად ტურისტული სერვისების განვითარების შესახებ ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა.

ორდღიანი ტრენინგის პირველი დღეს, რომელიც ხულოში ჩატარდა, უძღვებოდნენ ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორი, თეიმურაზ აბესაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი,როსტომ ბერიძე. სატრენინგო დღის ძირითადი თემა იყო ნორვეგიული გამოცდილების გაზიარება სოფლის ტურიზმის მიმართულით და პარალელების გავლება რეგიონში არსებულ ვითარებასთან.

ტრენინგის მეორე დღე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში, „შატო ივერი“-ის მარანში, როსტომ ბერიძის მიერ მარანის გაცნობით დაიწყო. ტრენერმა მონაწილეებს ადგილზე გააცნოტურიზმის ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი დეტალები. დღის მეორე ნაწილში, ტრენიგში ჩაერთო, ტურიზმის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, ული ტროსიენი, რომელმაც ადგილობრივი სპეციფიკაციის გათვალისწინებით, მონაწილეებს სასტუმრო სახლებისა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების გზები გააცნო.

აჭარის რეგიონში ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, თუმცა, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა, ხარისხიანი ტურისტული სერვისების ნაკლებობის გამო, სრულად ვერ სარგებლობს ტურიზმისგან მიღებული სიკეთეებით. შესაბამისად, სოფლად ტურიზმის განვითარების ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასოფლო დასახლებებში ტურისტული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას. რაც, თავის მხრივ, უზრუნველყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებასა და საქმიანობების დივერსიფიკაციას.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტული სერვისების ოპერატორებს აგრო ტურიზმის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.