Eng

ხულოს LAG-ის ორგანიზებით საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ხულოს LAG-ის ორგანიზებით საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებისთვის ტრენინგი ჩატარდა
05 ნოემბერი 2019

ნოემბერი 2019, ხულო - ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ხულოს განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით, პროექტ „საოჯახო სასტუმროებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებისთვის ტრენინგი ჩატარდა - საოჯახო სასტუმროს მართვის, მომსახურების და მარკეტინგის შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა ჯამში 13 საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მიიღომ. ტრენინგს გაუძღვა ELKANA-ს ტრენერი ნანა ქართველიშვილი.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრის და პროექტის ასისტენტის - ასმათ ბოლქვაძის განცხადებით - ‘’მოცემული პროექტი ძალიან დიდი გამოცდილების მიღების წყაროა, როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის განვითარებისთვის ასევე საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებს ეძლევათ საშუალება გააუმჯობესონ მართვის და მომსახურების უნარ-ჩვევები თავიანთი საოჯახო სასტუმროებისთვის და დაეუფლონ ელემენტარულ მარკეტინგულ საკითხებს".

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა. მონაწილეები გამოირჩეოდნენ მაღალი აქტივობით. საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, აგრეთვე ტრენინგიდან მიღებული თეორიული ინფორმაცია მაქსიმალურად მოარგეს საკუთარი საოჯახო სასტუმროების სპეციფიკას და განიზრახეს რიგი გაუმჯობესებები. ტრენინგის საკითხები ძირითადად შეეხო: ცნებას ,,სოფლის ტურიზმის“ პრეზენტაცია, სასტუმრო ტურიზმის განვითარების პირობები სოფლად და პატარა ქალაქებში, ძირითადი ტურისტული შეთავაზებები, დამატებითი მომსახურება, ტურისტული პროდუქტი, დანახარჯები, სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები, საოჯახო სახლების სტანდარტები და მომსახურების პირობები, სასტუმრო სახლის შეფასება, ტურისტის კვების თავისებურება, ტურისტის კვების ორგანიზება, ასევე როგორ მოვაწყოთ ეზო, ბინა და სუვენირების კუთხე.

‘’მაქსიმალურად საინტერესო იყო ჩემთვის ტრენინგის თითოეული საკითხი, რადგან მაქსიმალურად პრაქტიკულ საკითხებზე იყო საუბარი და თეორია მარტივად მოვარგეთ თითოეულმა მონაწილემ ჩვენს საოჯახო სასტუმროს სპეციფიკას. ძალიან სასიამოვნოა მსგავსი სახის ტრენინგების ორგანიზება ხულოში’’ - მოსაზრება დააფიქსირა ტრენინგის მონაწილემ იამზე მელაძემ.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში - თანადაფინანსებით.

ხულოს LAG-ის ორგანიზებით საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებისთვის ტრენინგი ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.