Eng

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი 13 საოჯახო სასტუმროს ოპერატორს გადაამზადებს

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი 13 საოჯახო სასტუმროს ოპერატორს გადაამზადებს
15 ოქტომბერი 2019

15 ოქტომბერი, 2019, ხულო - ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, ჩატარდა ახალი პროექტის ‘’საოჯახო სასტუმროებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში’’ პრეზენტაცია, საოჯახო სასტუმროების ოპერატორებისთვის. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში. თანადაფინასნებას უზრუნველყოფს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავს, ხულოს მუნიციპალიტეტის საოჯახო სასტუმროების მფლობელების ცოდნის გაუმჯობესებას - მომსახურების, მართვის და მარკეტინგის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 13 საოჯახო სასტუმროს მეპატრონე, რომლებიც გაივლიან გადამზადებას. პროექტის ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს.

‘’მსგავსი სახის პროექტები საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი LAG-ი ჩამოყალიბდეს სრულფასოვან ორგანიზაციად და გააგრძელოს აქტიური მუშაობა ENPARD-ის პროექტის დასრულების შემდეგ. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა და ვაგრძელებთ უფრო აქტიურ მუშაობას’’ - განაცხადა ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარემ და პროექტის კოორდინატორმა როდამ შავაძემ. 

პროექტის ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგები შემდეგ საკითხებზე, საოჯახო სასტუმროს მართვა, მომსახურება და მარკეტინგი. შემუშავდება სპეციალური გზამკვლევი „როგორ მოვაწყო და განვავითარო საოჯახო სასტუმრო“.  მომზადდება ვიდეორგოლი საოჯახო სასტუმროს ბიზნესის კარგი პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, ადგილობრივი წარმატებული საოჯახო სასტუმროს მფლობელების მიერ. პროექტის დასკვნით ეტაპზე მოეწყობა სასწავლო ვიზიტი ყაზბეგსა და მესტიაში, საოჯახო სასტუმროს მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალები ხელმისაწვდომი იქნება, ონლაინ მისამართზე - Khulolag.ge

‘’ამ პროექტის ფარგლებში გავიუმჯობესებ საოჯახო სასტუმოს მართვის უნარებს, ასევე გავეცნობი წარმატებულ პრაქტიკებს, რაც საშუალებას მომცემს განვავითარო ჩემი საოჯახო სასტუმრო, მოვემსახურო უფრო მეტ სტუმარს, შესაბამისად მივიღო მეტი შემოსავალი’’ - განაცხადა პროექტის მონაწილე რიმა ბოლქვაძემ.

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი 13 საოჯახო სასტუმროს ოპერატორს გადაამზადებს

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.