Eng

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველ წევრთა მონაწილეობით ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შუალედურ შეფასებაზე შეხვედრა ჩატარდა

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველ წევრთა მონაწილეობით ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შუალედურ შეფასებაზე შეხვედრა ჩატარდა
08 ოქტომბერი 2019

2019 წლის 8 და 9 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ხულოს ადგილობრივი გავითარების ჯგუფსა და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელს შორის. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შუალედური შეფასება და შემდგომი გეგმის დასახვა. სამუშაო შეხვედრაზე, მმართველი ბორდის 15 წევრი მონაწილეობდა, მათ წინა პლანზე წამოწიეს ის სტრატეგიული მიმართულებები რაზეც LAG-მა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ხულოს ლაგის გაძლიერების გზები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა მმართველიო ბორდის 15 წევრი, რომლებმაც განიხილეს სოფლის განვითარების ის სტრატეგიული მიმართულებები რაზეც ხულოს LAG-მა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს. განხილულ იქნა ხულოს LAG-ის გაძლიერებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა. ასევე  სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერილი, გამარჯვებული პროექტის განხორციელება. ვორქშოპის ფარგლებში დაიგეგმა მოცემული პროექტის შემდგომი აქტივობები. ასევე საუბარი შეეხო ახალი დაფინანსებების მოზიდვას და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის გაძლიერების საკითხებს. ვორქშოპს უძღვებოდა ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელის (HMRR) წარმომადგენელი ივანა ლაგინა.

‘’ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შუალედური შეფასება მნიშვნელოვანი საკითხია, რათა ზუსტად შეფასდეს და აისახოს განვლილი სამუშაოები და საჭიროების მიხედვით შეიცვალოს ის პუნქტები, რომელიც პრიორიტეტული აღარ არის და საჭიროებს სხვა საკითხებით ჩანაცვლებას’’ - აღნიშნა ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელის წარმომადგენელმა.

მსგავსი სახის შეხვედრები სტრატეგიის უკეთ გაანალიზებას უწყობს ხელს, ასევე ჩვენი, როგორც ადგილობრივი ჯგუფის როლის უფრო ფართოდ წარმოჩენას‘’ -აღნიშნა ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარემ როდამ შავაძემ.

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II-ის ფაზის ფარგლებში.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველ წევრთა მონაწილეობით ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შუალედურ შეფასებაზე შეხვედრა ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.