Eng

ENPARD III-ის წარმომადგენლებმა ხულოს LAG-ის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ENPARD III-ის წარმომადგენლებმა ხულოს LAG-ის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი 2019

ENPARD III-ის წარმომადგენლებმა ხულოს LAG-ის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ENPARD III პროექტის წარმომადგენელმა გია ბიბილეიშვილმა ხულოს ლაგის აღმასრულებელ საბჭოსთან, ახალი საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. როგორც მან განაცხადა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) მესამე ფაზის ფარგლებში არის ხუთწლიანი პროგრამა (2018-2022) რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების, კოოპერატივებისა და ENPARD-ის მიერ უკვე მხარდაჭერილი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, ისეთი სასოფლო სამეურნეო პროექტების შემუშავების გზით, რომლებსაც ექნებათ ძლიერი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პოტენციალი. 

თანამონაწილეობითი საგრანტო სქემის მიზანია ENPARD პროექტის მიერ მხარდაჭერილ მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხისა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო ღირებულების ჯაჭვში კავშირების გაძლიერება და ეკონომიკის გაუმჯობესება. მოთხოვნილი გრანტის 60% უნდა იყოს აპლიკანტის თანამონაწილეობა, ხოლო 40% გრანტი.  ხულოს ლაგის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, რეკომენდაცია გასცეს მოცემული თანამონაწილეობის ოდენობის (წილის) შემცირებაზე, რაც აიხსნება მაღალმთიანი მოსახლეობის ინტერესებით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge

ENPARD III-ის წარმომადგენლებმა ხულოს LAG-ის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.