

2019 წლის 9-12 სექტემბრეს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების ორი, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი განკუთვნილი იყო პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ საკითხებს, უფრო დეტალურად კი როგორიცაა: აქტივი, ვალდებულება, კაპიტალი, ხარჯი, ფინანსური უწყისის შედგენა, საწარმოს კატეგორიის დადგენა, ანგარიშგების კომპონენტები, იჯარა, საკუთარი კაპიტალი, სახელწიფო გრანტი, შემოსავლების სამსახურის პორტალზე ზედნადების გაგზავნა/მიღება, მცირე ბიზნესის ყოველთვიური დეკლარაციის შევსება და ჟურნალის წარმოება. ტრენინგი ჩაატარეს PMC RC-ის კონსულტანტებმა, ნინო ხატისაშვილმა და ტატა ბერიძემ.
საერთო ჯამში, ტრენინგში მონაწილეობა 23-მა ბენეფიციარმა მიიღო. მონაწილეები ჩართული იყვნენ სატრენინგო პროცესში და აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებში. ნოემბერის თვის ბოლოს იგეგმება ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგის ბოლო ნაწილის ჩატარდებაც.
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge