Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში Khulo FEST -ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში Khulo FEST -ჩატარდა
30 აგვისტო 2019

2019 წლის 25 აგვისტოს დაბა ხულოში, დრამატული თეატრის წინ ჩატარდა „ხულო FEST”. ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართა ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების გამოფენა-გაყიდვა, პარალელურად ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა (‘’არგინეთი’’, ‘’საციხური’’, ‘’ბერმუხა’’, ‘’ციცინათელა’’) ფესტივალის სტუმრებს შესთავაზეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.

ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ხულოში მოყვანილი და წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია (თაფლი, ყველი, ხილი, ჩირი და ა.შ). ასევე, გაიმართა სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობები (საზამთროს სწრაფად ჭამა, ვიქტორინა ხულოს მუნიციპალიტეტის შესახებ, ბუშტების სწრაფად დაბერვა, ტომრებით ხტომა და ა.შ).

ხულო FEST-ზე ცოცხალი მუსიკა შეასრულეს მოწვეულმა ბენდებმა (FOURTH SEASON და ASEA SOOL). ღონისძიება კი დასრულდა ელექტრონული მუსიკით.

ხულოს მუნიციპალიტეტში, ხულო FEST-ი უკვე მეორედ ჩატარდა და სისტემატური სახე მიიღო. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისების პოპულარიზება. ფესტივალი ინიცირებულია ENPARD ხულოს პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმართველობა კი აქტიურად არის ჩართული მომზადების პროცესში. ENPARD ხულო პროექტის დამთავრების შემდგომ ფესტივალს სრულად განახორციელებს ხულოს მუნიციპალიეტიტს მერია.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ორგანიზაციებმა: საზოგადოებრივი კოლეჯი ‘’ახალი ტალღა’’, ‘’ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი’’, ‘’გოდერძის ალპური ბაღი’’, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიურო’’, ‘’მწვანე სექტორი’’ და‘’ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი’’.

KHULO FEST-ი განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

ხულოს მუნიციპალიტეტში Khulo FEST -ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.