ხულოს მუნიციპალიტეტში, მარკეტინგის შესახებ, ტრენინგები ტარდება

2019 წლის 28-31 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ENPARD ხულო პროექტის ოფისში, დაიწყო ორდღიანი ტრენინგები მარკეტინგზე. ტრენინგს ატარებენ, PMC კვლევითი ცენტრის კონსულტანტები, გიორგი ბერეჩიკიძე და მარიამ თაბაგარი.   

ტრენინგი განკუთვნილია ENPARD II პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“-ს პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთათვის. ტრენინგში მონაწილეობას იღებს 26 ბენეფიციარი და მიზნად ისახავს, ბენეფიციართა გადამზადება/კონსულტირებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საჭიროა დაფინანსებული პროექტების წარმატებული ფუნქციონირებისათვის. ტრენინგი არის ინტერაქტიული ხასიათის, მონაწილეებს შეუძლიათ დასვან კითხვები და ისაუბრონ მათთვის საინტერესო მიმართულებებზე მარკეტინგის მხრივ.

ტრენინგი ჩატარდა პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

 

პარტნიორები