Eng

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ყაზბეგს ესტუმრა

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ყაზბეგს ესტუმრა
08 ივლისი 2019

2019 წლის 5 ივლისს,ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ყაზბეგს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. შეხვედრის მიზანი იყო ყაზბეგის LAG-ის გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში ხულოსა და ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შორისშედგა სამუშაო შეხვედრა. ხულოს LAG-ის 20 წარმომადგენელი,ყაზბეგში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბიზნეს პროექტებს, საკალმახე მეურნეობას, სტომატოლოგიური კაბინეტს, სანაყინეს და სავარჯიშო სპორტ-დარბაზსეწვია.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ყაზბეგს ესტუმრა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.