Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასა და ტყის მდგრად მართვაზე ტრენინგი ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასა და ტყის მდგრად მართვაზე ტრენინგი ჩატარდა
25 ივნისი 2019

2019 წლის 20 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტშ, ENPARD ხულო პროექტის ოფისში გაიმართა ტრენინგი საქართველოს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასა და ტყის მდგრადი მართვის შესახებ. ტრენინგი ჩაატარა, აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა რევაზ ვასაძემ.

ტრენინგის მთავარი თემები იყო საქართველოს ტყეების ბიომრავალფეროვნება და საერთაშორისო მნიშვნელობა, აჭრის ტყეების თანამედროვე მდგომარეობა, სახეობრივი შემადგენლობა, სახეობათა გავრცელების არეალი, სანიტარული მდგომარეობა, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, ტყეების თანამედროვე მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების როლი და ტყის როლი სოფლის მეურნეობის მოსავლის გაზრდის საქმეში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 12-მა მონაწილემ, მათ შორის ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა. ტრენინგი იყო ინტერაქტიული ხასიათის, მონაწილეებს შეეძლოთ ინდივიდუალურ მაგალითზე დაყრდნობით დაესვათ კითხვები და ესაუბრათ მათთვის საინტერესო მიმართულებებზე.

ტრენინგი ჩატარდა პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასა და ტყის მდგრად მართვაზე ტრენინგი ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.