Eng

ხულოს LAG-ს ახალი მმართველი გუნდი ყავს

ხულოს LAG-ს ახალი მმართველი გუნდი ყავს
16 მაისი 2019

2019 წლის 14 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტში LAG-ის მმართველი ჯგუფის არჩევნები გაიმართა. არჩევნებს წინ უძღოდა გენერალური ასამბლეის შეხვედრა, რომელზეც წევრები საარჩევნო პროცედურებს და მმართველი ჯგუფის სტრუქტურას გაეცნენ. გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე ასევე მოკლედ შეჯამდა LAG-ის ერთწლიანი მუშაობა და გამომსვლელებმა მოკლედ მიმოიხილეს ძირითადი აქტივობები.

მმართველი ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით, საიდანაც 10 წევრის არჩევა მოხდა ფარული კენჭისყრით. მმართველ ჯგუფში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მერიის ერთი წარმომადგენელი, საკრებულოს ერთი და ამაგების 2 წარმომადგენელი. მმართველი ჯგუფის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო LAG-ის 59 წევრმა, საერთო რაოდენობის 90.8%. არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და დღის ბოლოს ხმის დამთვლელმა კომისიამ LAG-ის წევრებს გააცნო არჩევნების შედეგები. მმართველი ჯგუფის 15 წევრიდან, 5 საჯარო სექტორს წარმოადგენს, 7 - სამოქალაქოს, 3 კი კერძოს. მე-15 წევრი CCRG-ის წარმომადგენელია, რომელიც ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მმართველი გუნდი არჩეულ იქნა ორი წლის ვადით და LAG-ის საქმიანობას წარმართავს 2021 წლის მაისამდე.

ხულოს LAG-ში საქმიანობას განაგრძობს 65 წევრი, ამათგან 19 ქალი და 9 ახალგაზრდა.  წევრთა სექტორული გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 21.5% კერძო სექტორი, 50.7% სამოქალაქო სექტორი და 27.8% საჯარო სექტორი.

ხულოს LAG-ის მისიაა:

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარება ადამიანურ და სხვა ადგილობრივი რესურსების საფუძველზე;
  • სექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა ევროპულ LEADER მიდგომაზე დაყრდნობით
  • ხულოს პოპულარიზაციის ხელშეწყობა ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით
  • ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და განვითარება
  • ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა 

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

ხულოს LAG-ს ახალი მმართველი გუნდი ყავს

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.