Eng

"ვაძლიერებთ ერთმანეთს" - ევროპის დღე თბილისში

08 მაისი 2019

კვირას, 5 მაისს, თბილისში 10,000 ადამიანზე მეტი შეიკრიბა ევროპის დღის აღსანიშნად, რომელიც ნათლად ასახავდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს. ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცა, რომელშიც ევროკავშირის 20-მა წევრმა სახელმწიფომ სტუმრებს თავიანთი ქვეყნები და კულტურა წარუდგინა. თბილისელებს, დიდსა თუ პატარას, საშუალება მიეცათ მონაწილება მიეღოთ უამრავ თამაშებსა და ინფორმაციულ აქტივობებში. დღის განმავლობაში სცენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკა, ცეკვები და სიმღერები სრულდებოდა. ამავდროულად, ახალგაზრდები და ზრდასრულები მონაწილეობას იღებდნენ ქუჩის კალათბურთის შეჯიბრში და აგემოვნებდნენ ევროპული ქვეყნების სამზარეულოს.

ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა,პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გახსნეს. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა ჰარცელმა აღნიშნა: “ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ ფაქტს, რომ იდეა, რომელიც დაიგეგმა 69 წლის წინ დღეს აერთიანებს ევროპის 28 ქვეყნის, 24 ოფიციალურ ენაზე მოსაუბრე 500 მილიონზე მეტ მოქალაქეს ევროკავშირში, რომელიც თავისი მოქალაქეების მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ისწრაფვის. ევროპის დღე ასევე არის შესაძლებლობა ავღნიშნოთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძლებთ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.”

საღამოს თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა ისიამოვნეს გალა კონცერტით ჯგუფი “33ა” და Nicole DJ Set”-ის ცოცხალი შესრულებით. ევროპის დღის აღნიშვნა მშვიდობის ხიდის თავზე გაშვებული მრავალფეროვანი ფეიერვერკით დასრულდა, ფეიერვერკი ევროკავშირის დროშის ფერებში იყო გაფორმებული.

როგორც ყოველთვის, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ENPARD-ის პროგრამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი 20-მდე სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ბენეფიციარის პროდუქცია:

  • ბორჯომიდან ახალგაზრულმა ტრენინგ ცენტრმა ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები წარმოადგინა.
  • ინდ. მეწარმე გიორგი დარეჯანაშვილმა სტუმრებს სადეგუსტაციოდ ლაგოდეხში წარმოებული მარწყვი შესთავაზა. ლადოგეხიდან ასევე წარმოდგენილი იყო სოფლის განვითრების ინიციატივის „მარჯვე ხელები“ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
  • იმერეთის რეგიონიდან ევროპის დღეს ესტუმრა კოოპერატივი „ზესტაფონური“, რომელმაც ვიზიტორებს მახალხარისიანი ყველისა და რძის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა. დამთვალიერებლებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის სერვისებსა და პროდუქტებს გაცნობოდნენ.
  • თეთრიწყაროდან „ალექსანდრე დისტილერმა“ წარმოადგინა ღვინის, შარბათისა და ჭაჭის უნიკალური სახეობები. ყველის საწარმომ „წინწყარო+“ წარმოადგინა რძის პროდუქტების ფართო არჩევანი, ალგეთის ეროვნულმა პარკმა კი – „თოკების პარკის“ პროექტი.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ყველი, რომელიც ახალქალაქიდან წარმოადგინეს ინდ. მეწარმე კარენ სიმონიანმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „მზიური ჯავახეთი“. „დოკუმენტების ცენტრმა“ დამთვალიერებლებს შესთავაზა აზომვითი ნახაზებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა.

ENPARD-ის კარავს დედოფლისწყაროდან ესტუმრა „ნასრაშვილების მარანი“, რომელმაც სტუმრებს ბიო-ღვინისა და ქართული ღვინის მრავალფეროვანი სახეობები შესთავაზა. ამასთან, ვიზიტორები გაეცნენ არტ სტუდია „ფესვების“ მიერ, ტრადიციული ორნამენტების მიხედვით წარმოებულ ბამბისა და თექის საფულეებს, ჩანთებს, ხალიჩებს.

ევროპის დღეს ესტუმრნენ მონაწილეები აჭარიდან:

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ბუნების საჩუქარი“ სტუმრებს დააგემოვნებინა თაფლი და თაფლის არაყი, კოოპერატივმა „აგროჯგუფი“კი – ჩირი.
  • ხულოს მუნიციპალიტეტიდან კოოპერატივი „ბაღნარი“ წარმოდგენილი იყო ქლიავის არყით, ინდ. მეწარმე ვასილ აბულაძე კი ადგილობრივი ხის ნაკეთობებით.
  • ქედიდან ევროპის დღეს ესტუმრნენ საოჯახო სასტუმრო „ამხანაგობა აჩი 10“. ასევე წარმოდგენილი იყო მუსიკალური ინსტრუმენტი ჭიბონი.

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.