Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა და შედეგები გამოცხადდა

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა და  შედეგები გამოცხადდა
10 მარტი 2019

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), სოფლის განვითარების საგრანტო კომპონენტის, სრული პროექტების კონკურსის შედეგები გამოცხადდა.

საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე სულ შემოვიდა 120 განაცხადი. აღნიშნული პროექტები შეფასდა გარე ექსპერტის, ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (ხულოს LAG) ბაზაზე შექმნილი საგრანტო კომიტეტისა და ENPARD ხულო პროექტის მონიტორინგის სამსახურის მიერ. შემოსული პროექტებიდან    წინასწარ მინიჟებული მინიმალური ბარიერი გადალახა 47 პროექტმა, საიდანაც 28 მაღალ ქულიანი პროექტი გაივლის გასაუბრებას, ხოლო დანარჩენი 19 პროექტი არის რეზერვი. თუ რომელიმე  პროექტი ვერ გაივლის გასაუბრების ეტაპს, ჩანაცვლდება იგივე ბიუჯეტის პროექტი რეზერვებიდან საგრანტო სახელმძღვანელოთი განსაზღვრული კვოტების შესაბამისად. აპლიკანტებმა საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღეს sms-შეტყობინებით.

შეფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია აპლიკანტს შეუძლია გამოითხოვოს განცხადების საფუძველზე, პროექტის ოფისში ერთი კვირის განმავლობაში 11 დან 15 მარტამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 13 55 25 ან/და მოგვწეროთ : info.enpard.khulo@caritas.cz

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა და  შედეგები გამოცხადდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.