Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს LAG-ის წევრებს საპროექტო წინადადებების მომზადებისა და ფონდების მოძიების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს LAG-ის წევრებს საპროექტო წინადადებების მომზადებისა და ფონდების მოძიების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
13 თებერვალი 2019

ევროკავშირის მხარდაჭერით 2019 წლის  8-9 თებერვალს ხულოს LAG-ის ფონდების მოძიების ჯგუფის წევრებისთვის  საპროექტო წინადადების მომზადებასა და ფონდების მოძიებაზე  მოწვეულმა ტრენერმა, დავით არძენაძემ ტრენინგი ჩაატარა. 

ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო ხულოს LAG-ის წევრების საპროექტო წინადადებების მომზადებაში უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება, რათა მომავალში მათ შეძლონ დამოუკიდებლად შეიმუშავონ და განახორციელონ პროექტები, მოიზიდონ დამატებითი ფინანსები და სტრატეგით განსაზღვრული ამოცანები კონკრეტულ ვადებში შეასრულონ.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ხულოს განვითარების ჯგუფის 15-მდე წევრმა. მათ გაიღმავეს ცოდნა და უნარები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციის როლი და ფონდების მოძიება (ფონდების მოძიების ტრადიციული და არატრადიციული მეთოდები), პროექტი და პროექტი მართვა, არსებული სიუტაციის შესწავლა და დაინტერესებული მხარეების ანალიზი, პრობლემის ანალიზი და სტრატეგიის განსაზღვრა, ლოგიკური ჩარჩო, პროექტის ბიუჯეტი და მონიტორინგი.

სატრენინგო პროგრამა მთლიანად პრაქტიკული დავალებებზე იყო აგებული და მონაწილეებს საშუალება ქონდათ სხვადასხვა ტიპის პროექტების მრავალი ასპექტი განეხილათ. მონაწილეებს დაურიგდათ პროექტის მართვის სავარჯიშო რვეულები, მათ ასევე გაიარეს ცოდნის შემოწმების საწყისი და საბოლოო ტესტი.  

ამჟამად ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები აქტიურად არიან ჩართულო სოფლის განვითარების საგრანტო კომპონენტის პროექტების შეფასების ეტაპზე. LAG-ის წევრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები. LAG-ის ფონდების მოძიების ჯგუფი მალე მოამზადებს სამოქმედო გეგმას და წარუდგენს მმართველ ჯგუფს დასამტკიცებლად. 

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს LAG-ის წევრებს საპროექტო წინადადებების მომზადებისა და ფონდების მოძიების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.