Eng

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა (DCFTA) და სურსათის უვნებლობის შესახებ საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა (DCFTA) და სურსათის უვნებლობის შესახებ საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩატარდა
05 დეკემბერი 2018

2018 წლის 5 დეკემბერს  პროექტის ,, სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელსაც  ახორციელებს პინი (People in Need Georgia) პარტნიორებთან: PMC კვლევით ცენტრთან, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA), ასოციაცია ,,ათინათთან“ და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსთან ერთად, ფარგლებში ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ხულოს მუნიციპალიტეტში  ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა (DCFTA) და სურსათის უვნებლობის შესახებ საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩაატარა. საჯარო შეხვედრას დაესწრნენ ფერმერები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები, სკოლის მოსწავლეები, ENPARD ხულო პროექტის წარმომადგენლები, სულ 35 მოქალაქე. შეხვედრაზე DCFTA-ს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ხულოს LAG კოორდინატორმა, საინფორმაციო რესურს-მაგიდის კონსულტანტმა თამთა თავართქილაძემ, სურსათის უვნებლობის ზოგად საკითხებზე HACCP-ის სისტემასა და GLOBAL GAP-ის სტანდარტის შესახებ საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა თინა არაბიძემ. შეხვედრა იყო ინტერაქციული ხასიათის და საკმაოდ აქტიური, მონაწილეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კონკრეტულ მაგალითებზე კითხვები და მათ მიიღეს ამომწურავი პასუხი. მონაწილეებს აგრეთვე დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები პროექტისა და განახლებადი ენერგო რესურსების შესახებ.

პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში LAG-ის ბაზაზე უკვე არსებობს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)  საინფორმაციო-რესურს მაგიდა. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)  საინფორმაციო-რესურს მაგიდების მთავარი მიზანი და დანიშნულებაა  გახდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსი სოფლად მცირე/საშუალო მეწარმეებისათვის, და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთათვის ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესაბამის ასპექტებზე.

პრეზენტაცია დასრულდა სტუმრების ყავა & ჩაიზე მიწვევით.

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა (DCFTA) და სურსათის უვნებლობის შესახებ საინფორმაციო საჯარო შეხვედრა ჩატარდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.