Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში საგრანტო ეტაპის სრული საპროექტო განაცხადების კონკურსი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში საგრანტო ეტაპის სრული საპროექტო განაცხადების  კონკურსი იწყება
20 ოქტომბერი 2018

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კომპონენტის სრული განაცხადის კონკურსი იწყება. საგრანტო კონკურსი ხორციელდება პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.  

მეორე ეტაპზე მონაწილეობას იღებს 187 პროექტი და მონაწილეებს ამჯერად მოუწევთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადების სრული ფორმა. მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომელზეც ისინი გაეცნობიან სრული განაცხადის ფორმას და შევსების მოთხოვნებს.

სრული საპროექტო განაცხადისა და ბიუჯეტის შევსებული ფორმები აპლიკანტმა უნდა გადმოგზავნოს მეილზე info.enpard.khulo@caritas.cz არაუგვიანეს 2018 წლის 26 ნოემბრისა, 18:00 საათამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ აპლიკანტის სახელი გვარი და პროექტის სახელწოდება.

სრული განაცხადის ფორმა

ბიუჯეტის ფორმა

შეფასების კრიტერიუმები 

დეტალური ინფორმაციითვის დაგვიკავშირდით, ტელ:  551 13 55 25 ან მოგვწერეთ მეილზე: info.enpard.khulo@caritas.cz ,

სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

 

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში საგრანტო ეტაპის სრული საპროექტო განაცხადების  კონკურსი იწყება

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.