Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ოფიციალური პრეზენტაცია შედგა

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ოფიციალური პრეზენტაცია შედგა
16 ოქტომბერი 2018

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში CENN-მა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან ერთად,  ახლადშემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები წარადგინეს. ღონისძიება გაიმართა  12 ოქტომბერს სასტუმრო ჰილტონ ბათუმში.

შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ბატონმა კარლ ჰარცელმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნოდარ კერესელიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორმა ნანა ჯანაშიამ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ეკა მესხირაძემ.

ევროკავშირის ელჩის ბატონი კარლ ჰარცელის თქმით საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ–ერთი პრიორიტეტია. ელჩმა აგრეთვე აღნიშნა ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შორის თანამშრმლობის მნიშვნელობა მდგრადი, ინკლუზიური სოფლად განვითარების ხელშეწყობისათვის.

პრეზენტაციების ფორმატში მოხდა CENN-ის პროექტის „ქედა ლიდერი”  და კარიტასის პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“  ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების წარდგენა. ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა კი შესაბამისი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი  განვითარების  სტრატეგიებისა და მათში შემავალი პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრეს. 

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება და მდგრადი განვითარების პროცესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური გამოწვევის ფონზე, როგორიც კლიმატის ცვლილებაა. საქართველოს სოფლებს ხარისხზე ორიენტირებული ეკო–ტურიზმის განვითარების ჯერ აუთვისებელი პოტენციალი აქვთ, რომელიც შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული.

პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით და ხულოს მუნიციპალიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან – PMC კვლევით ცენტრსა და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ოფიციალური პრეზენტაცია შედგა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.