Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოცხადდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოცხადდა
11 ოქტომბერი 2018

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), დასრულდა სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპიდა კონკურსის შედეგები გამოცხადდა.

საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავდა ხულოს ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ისეთი პროექტების იდეების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის  პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 429 პროექტის იდეა. აღნიშნული პროექტების იდეები შეფასდა ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (ხულოს LAG) ბაზაზე შექმნილი საგრანტო კომიტეტის და ENPARD ხულო პროექტის წარმომადგენლების მიერ. შემოსული პროექტებიდან მომდევნო ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 187 პროექტი, პროექტები ეხმიანებოდა ხულოს განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. აპლიკანტებმა საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღეს sms-შეტყობინებით.

შეფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია აპლიკანტს შეუძლია გამოითხოვოს განცხადების საფუძველზე, პროექტის ოფისში ორი კვირის განმავლობაში 15 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 13 55 25 ან/და მოგვწეროთ : info.enpard.khulo@caritas.cz

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოცხადდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.